,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016314
10
26/07/2019
ვებგვერდი, 01/08/2019
280120000.35.103.016314
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 26 ივლისი

დაბა მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 27 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016304)   შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  I თავის  პირველი მუხლის მე-17  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„17. სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა (პ/კ-06 03).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  I თავის,  მე-18 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,18. სტიქიით (მათ შორის -ხანძარი) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა (პ/კ-06 04).“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  II  თავის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის   ,,დ“ ქვეპუნქტში  შევიდეს ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100 ან შშმ პირის სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი.“

4. დანართის  II  თავის, მე-18 მუხლს  დაემატოს მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითარების  შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა.

 1. ბენეფიციარის ერთ-ერთმა მშობელმა (ან  უფლებამოსილმა წარმომადგენელმა) მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №100;

ე) შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი);

2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  III  თავის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს  ,,ზ“ ქვეპუნქტი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითრების შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების  საბანკო ანგარიშზე, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი) შესაბამისად დაფინანსება/თანადაფინანსება შეადგენს  ბენეფიციარის მიერ  გადასახდელი თანხის 50%, ხოლოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში მათი გადასახდელი თანხის 80%  1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ფარგლებში (გადარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის/ინვოისის შესაბამისად).“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის   IV თავის  26-ე მუხლის პირველ პუნქტში   შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სოციალური დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის არის ერთჯერადი, გარდა I თავის 1-ლი მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და იმ შემთხვევისა, როდესაც  ბენეფიციარს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს გაწეული აქვს ერთჯერადი დახმარება,  მაგრამ შემდგომში დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი  ან დაფიქსირდა  ტრავმული დაზიანება, საბჭო უფლებამოსილია განმეორებით გაუწიოს დაფინანსება/თანადაფინანსება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადარიცხვა განხორციელდება  შესაბამისი  კლინიკის საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე