„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021367
349
29/07/2019
ვებგვერდი, 31/07/2019
040030000.10.003.021367
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №349

2019 წლის 29 ივლისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 18/02/2015, 040030000.10.003.018446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. 22-ე მუხლში:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც არ წარმოადგენს დეპარტამენტის კომპეტენციას და დეპარტამენტისათვის ცნობილია, რომელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება აღნიშნული, შესაბამისი ინფორმაცია, საქმის მასალებთან ერთად, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.“.

2.  27-ე მუხლში:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პატრულირებისას ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული დროით შესვენების მიზნით, რაც უნდა შეათანხმოს უშუალო ხელმძღვანელთან (შესვენება შესაძლებელია, ასევე განხორციელდეს სამოძრაო მიმართულების მიტოვების გარეშე).“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე პატრულირებისას სარგებლობს 24 საათში საერთო ჯამში 6-საათიანი შესვენების უფლებით, მათგან 2 საათით – დილის საათებში (რომლის გაყოფაც შესაძლებელია თითოსაათიან ორ შესვენებად) და 4 საათით – ღამის საათებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე