„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 347
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020000.10.003.021365
347
29/07/2019
ვებგვერდი, 31/07/2019
190020000.10.003.021365
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №347

2019 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2017, 190020000.10.003.020000) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, საწარმომ წინასწარ აცნობა თუ არა საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აგენტის ფუნქციების დაკისრების შესახებ, დაქირავებულის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავით განსაზღვრული საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომები არ გამოიყენება, თუ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ფაქტობრივად შესრულებულია გადასახადის გამოანგარიშების, დაკავებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები (მათ შორის, ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში) და ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა განხორციელდა დაგვიანებით, მაგრამ შესაბამისი საკითხის ან/და პერიოდის შემოწმების მიზნით საწარმოსათვის ან დაქირავებულისათვის საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარებამდე, ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე