„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016280
11
29/07/2019
ვებგვერდი, 01/08/2019
090020020.35.151.016280
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 29 ივლისი

დაბა სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/03/2019, 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მეორე  მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მე-13  პუნქტი:

„13. ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება.“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს  დაემატოს შემდეგი სახის  მე-15 მუხლი:

„მუხლი 15. ხანძრისა და სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება

1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ), ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 5000 ლარამდე. დახმარება შეიძლება გაიცეს სამშენებლო მასალების სახით.

2. დაზარალებულმა ოჯახმა მერიაში უნდა წარადგინოს:

ა)  განცხადება მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)  სტიქიით  მიყენებული  ზარალის  შესაფასებლად  მუნიციპალიტეტის  მერიაში  შექმნილი კომისიის დასკვნა;

დ) ამ მუხლის   მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ის სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი  აქტი, ან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და  სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის  დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი  ფოტო- ან ვიდეო- მასალა);

ე) დაზიანებული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ვ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე