„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016720
29
29/07/2019
ვებგვერდი, 30/07/2019
120340000.22.026.016720
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №29

2019 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/10/2013, 120340000.22.026.026214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,ჟ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:  

„ჟ) თავდაცვის ძალებისთვის მოქალაქეთა რეკრუტირება.’’.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ვ) თავდაცვის ძალების მეთაურს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადება, გადამზადებასა და რეკრუტირებასთან დაკავშირებით;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ1) რეზერვის, მობილიზაციის და რეკრუტირების სამმართველო;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) ,,ბ1’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ1) რეზერვის, მობილიზაციის და რეკრუტირების სამმართველო – ახორციელებს რეზერვის შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას და მართვას, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას, სამობილიზაციო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგს, თავდაცვის ძალებისათვის მოქალაქეთა რეკრუტირებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციას;’’;

ბ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფის ასეული – ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული სტრუქტურული ერთეულების ლოჯისტიკურ და სამედიცინო უზრუნველყოფას, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიების გატარებას, საევაკუაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია