„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.034.016892
66
29/07/2019
ვებგვერდი, 29/07/2019
010240070.22.034.016892
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №66

2019 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №84, მუხ. 1127) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ​1) საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (შემდგომში – საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი) ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების  ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციულ  და  ტექნიკურ  მხარდაჭერას  ოპერაციულ  დონეზე;

ტ) უზრუნველყოფს საზღვაო  ოპერაციების  ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ორგანიზებას, ინფორმაციულ-ანალიტიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას, ხელს უწყობს საზღვაო ოპერაციების  ერთობლივი მართვის ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას;

უ) უზრუნველყოფს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას;“;

ბ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი. სამმართველოს უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით.

6. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე,  რომელიც იმავდროულად არის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე. სამმართველოს უფროსის მოადგილე ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2 წლის ვადით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია