დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.35.157.016372 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №104 დადგენილებით (ვებგვერდი, 20/01/2015, სარეგ. კოდი: 010330000.35.157.016208) დამტკიცებულ დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
დებულება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ |
მუხლი 1
წინამდებარე დებულებით განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის სამართლებრივი საკითხები. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 2 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველი ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს წელიწადში ორჯერ „დიდგორობის“ და „გარისობის“ დღესასწაულზე. 4. საპატიო თეთრიწყაროელის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 5 მოქალაქისა. მუხლი 3 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს: ა) საინიციატივო ჯგუფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით; ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) მერს; დ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს; ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს. 2. კანდიდატურის წამოყენების უფლების მქონე პირები კანდიდატურას წარადგენენ წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები. მუხლი 4 1. ამ წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ კანდიდატს მოეთხოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის და ფოტოსურათის წარმოდგენა და სამუშაო ჯგუფის დასკვნა საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე თანდართული დოკუმენტებით წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს. 3. მუნიციპალიტეტის მერი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით. 4. მოქალაქეს (მოქალაქეებს) საპატიო წოდების მინიჭების დღეს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხების გათვალისწინება მოხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში. 5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 5 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმება შესაძლებელია: ა) თუ პირმა ჩაიდინა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; ბ) თუ პირმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ ან ზნეობრივ ნორმებს; გ) პირის უარით წოდებაზე (პირადი განცხადებით). 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების უფლება აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, პირისათვის წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამისი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების გზით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები