„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25873
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/07/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016514
25873
26/07/2019
ვებგვერდი, 31/07/2019
000000000.00.00.016514
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №25873

2019 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისიის დებულება“ (დანართი №5).“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესისა და პირობების“ (დანართი №1):

ა) მე-12 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ თანამშრომელი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, მას უფლება აქვს, წერილობით მიმართოს შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისიას (შემდგომში – კომისია) და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის შემადგენლობაში შედიან სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

ა.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი წარდგენილი იქნა ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, კომისიის შემადგენლობაში შედიან სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილე.“;

ბ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. თანამშრომლის შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ სამსახურის უფროსს, სამსახურის უფროსის კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, უშუალო ხელმძღვანელს, დეპარტამენტის უფროსს (მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან მიმართებაში) და შეფასებულ თანამშრომელს.“.

 3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებას დაემატოს დანართი №5 თანდართული რედაქციით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე

დანართი №5

სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისიის დებულება

მუხლი 1

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისია (შემდგომში – კომისია) ახორციელებს სამსახურის თანამშრომლის (შემდგომში – თანამშრომელი) მიერ წარდგენილი წერილობითი საჩივრის განხილვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, კომისია ახორციელებს:

ა) დოკუმენტური მასალის შეფასებას;

ბ) გასაუბრებას საჩივრის წარმდგენ თანამშრომელსა და მის უშუალო ხელმძღვანელთან, ხოლო ამ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესის და პირობების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ასევე დეპარტამენტის უფროსთან, განხორციელებული შეფასების შედეგის მის მიერ ცვლილების შემთხვევაში.

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლის საბოლოო შეფასების შესახებ.

4. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) განუხილველად დატოვოს საჩივარი;

ბ) დააკმაყოფილოს/ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და შეცვალოს განხორციელებული შეფასების შედეგი;

გ) უარი თქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელი დატოვოს განხორციელებული შეფასების შედეგი.

5. კომისია უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს საჩივარი, თუ:

ა) საჩივარი თანამშრომლის მიერ წარდგენილ იქნა ამ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესის და პირობების“ (დანართი №1) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) თანამშრომელი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ კომისიის სხდომაზე.

მუხლი 2

1. კომისიის სხდომა იმართება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ერთი წევრი მაინც.

3. კომისიის სხდომის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი).

4. კომისიის სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საჩივრის წარმდგენი თანამშრომელი.

5. სხდომის დღის წესრიგი და თანდართული დოკუმენტები, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ, კომისიის წევრებს მიეწოდება ელექტრონული ფორმით, სხდომის ჩატარებამდე.

6. კომისიის სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

7. კომისიის სხდომის მდივნის ფუნქციას ასრულებს  ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მუხლი 3

1. თანამშრომლის მიერ წარდგენილი საჩივრის კომისიის მიერ განხილვის ვადაა არაუმეტეს 1 თვე.

2. კომისიის სხდომაზე განიხილება მხარეთა არგუმენტები, შესწავლილი იქნება შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.

3. შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიას უფლება აქვს, პროცესში მონაწილე პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებული პირის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ჩერდება საჩივრის განხილვა.

მუხლი 4

1. თანამშრომლის საბოლოო შეფასების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

2. სხდომის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს კომისიის იმ წევრის მიერ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილების მიღებაში.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.