დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კონცერნი თექას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/7901-19 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 25/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი |
მოვალე – შპს ,,კონცერნი თექა“ (ს/კ 203835564)
დირექტორი – გივი გეთია წარმომადგენელი – ქეთევან უტიაშვილი მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – ქრისტინე კუბლაშვილი განმცხადებელი – შპს ,,კონცერნი თექა‘’ წარმომადგენელი – ქეთევან უტიაშვილი მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „კონცერნი თექას“ გაკოტრების საქმე. კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა 1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2019 წლის 02 აგვისტოს 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. სხდომის დარბაზი №51), შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. გაკოტრების მმართველის დანიშვნა; 1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა. 2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები