დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1873 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 23/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).0.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 43 პუნქტის, „2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 სექტემბრის №696 განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტებისა და „2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დამტკიცებული „Stand-By Arrangement“ (SBA) პროგრამის ფარგლებში მესამე ტრანშის გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 სექტემბრის №696 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის №737 განკარგულების შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი, 2008 წლის 15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული „Stand-By Arrangement“ პროგრამის მესამე მიმოხილვით („Georgia: Third Review Under the Stand-By Arrangement and Requests for Augmentation, Extension of the Arrangement, Rephasing of Purchases, and Modification of Performance Criteria“) გათვალისწინებული ტრანში – 63.3 მლნ SDR-ი – მიიმართოს საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2009 წლის 20 ოქტომბერი.
№1873–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები