ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის II ჩიხისთვის და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის II ჩიხისთვის და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016527
230
23/07/2019
ვებგვერდი, 01/08/2019
000000000.00.101.016527
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის II ჩიხისთვის და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №230

2019 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

ალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის II ჩიხისთვის და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში ვასილ ბარნოვის II ჩიხს და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხს (ვასილ ბარნოვის II ჩიხი და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს მსახიობ გივი ბერიკაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გიორგი ტყემალაძე