ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016525
228
23/07/2019
ვებგვერდი, 01/08/2019
000000000.00.101.016525
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №228

2019 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხს და შესახვევს (ჩიხი და შესახვევი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 გიორგი ტყემალაძე