დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევისთვის მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016522 |
|
ქ
ალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევისთვის მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
|
1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: ა) ისნის რაიონში მახათას ქუჩის შესახვევს (შესახვევი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ქუჩად) მიენიჭოს მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები