დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 222 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016519 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №2 22
2019 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ
ბელა მირიანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ჩუღურეთის რაიონში ლამის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
დოკუმენტის კომენტარები