დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016386 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს შემდეგი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 06.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016295):
|
1.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,“
|
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში – საკრებულოს წევრი), რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები