დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016214 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, 190020020.35.147.016206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის შემოსავლები 1972.9 ათასი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის გადასახადები 1.1 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის სხვა შემოსავლები 1.8 ათასი ლარის ოდენობით:
“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის ხარჯები განისაზღვროს 1922.6 ათასი ლარით:
“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 73.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.2 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება. კოდის დევნილთა დასახლებისთვის, საავტომობილო გზაზე, ქვეითთა გადასასვლელის მოწყობა. დევნილთა ჩასახლებებში სკვერების, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობა და რეაბილიტაცია. გზების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების აღდგენა-რეაბილიტაცია.“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.1.12 ქვეპუნქტი: „5.1.12 დიალიზზე მყოფ პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი პირები და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე), რომელიც არის დიალიზზე მყოფი დაავადებული მოქალაქე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის ასიგნებები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები