„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016891
64
25/07/2019
ვებგვერდი, 29/07/2019
140130000.22.034.016891
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №64

2019 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/12/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016149) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სპეციალური პროგრამები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) მისაღები პირებისთვის და სამინისტროს მოსამსახურეებისთვის წესდება შემდეგი სპეციალური პროგრამები:

ა) პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ე) მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ვ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა  მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

2. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

3. შესაბამისი სპეციალური პროგრამის გასავლელად  კანდიდატის ჩარიცხვა, მისი პიროვნული მახასიათებლების (სპეციალური ცოდნა, გამოცდილება ან/და დამსახურება) გათვალისწინებით, შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით ამ წესის მე–5, მე–6 ან/და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული ეტაპების გაუვლელად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები.

5. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პროგრამის დასრულების შემდეგ გაიაროს მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო კურსი.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამაზე პირი ირიცხება „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №58 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია