„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016933
436
25/07/2019
ვებგვერდი, 25/07/2019
040030000.22.027.016933
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №436

2019 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 27 მარტის №391 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016891) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლი, მე-12 მუხლი და მე-15 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 26 ივლისიდან.“.

2. ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ ბრძანების პირველი პუნქტი, გარდა ამ პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, მე-10 მუხლისა, მე-12 მუხლისა და მე-15 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებისა, აგრეთვე, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი