დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016330 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2019 - 30/08/2019)
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016253) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
ა)
მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;“; |
ბ)
მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებისთვის კონცეფციებისა და პროგრამების მომზადება, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვა, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შექმნა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ღონისძიებების მართვა და კოორდინაცია.“; |
გ)
მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მერიის სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს; დ) მერიის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში – შესაბამისი სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამავე განყოფილების უფროსს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოსამსახურეს;“; |
დ)
23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მერიის სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნისას – სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს; გ) მერიის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის მოხელის არყოფნისას – ამავე განყოფილების უფროსს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოსამსახურეს;“. |
| მუხლი 2 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016254) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. |
| მუხლი 3 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016255) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. |
| მუხლი 4 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016256) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. |
| მუხლი 5 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016257) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. |
| მუხლი 6 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №50 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - მუნიციპალიტეტი) დაქვემდებარებაში არსებული კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შექმნას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ღონისძიებების მართვას და კოორდინაციას.“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის, განათლების, სპორტის. ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავებას, კოორდინაციას, განხორციელებას და მონიტორინგს მათ მიმდინარეობაზე; ბ) მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და განხორციელებას; ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (პირების) საქმიანობის კოორდინაციას, შიდა მონიტორინგის შედეგების შესწავლას; ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის (შემდგომ – მერი) წინადადებების წარდგენას ინტერდისციპლინური სამუშაო ჯგუფის შექმნისა და ჯგუფის წევრობის კანდიდატურების შესახებ, სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; გ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებების საქმიანობას; დ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ე) კულტურის, განათლების (მათ შორის ადრეული და სკოლამდელი განათლების) და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას და მათ საქმიანობაში გამოყენებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების მართვას; ვ) წინადადებების შემუშავებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას; თ) სამსახურის სფეროს მიკუთვნებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სასპორტო და ახალგაზრდულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარებას და წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ი) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მერთან წინადადებების წარდგენას; კ) კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას; ლ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამების შექმნას, მათი განხორციელების ორგანიზებას; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავებას ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღებას; ნ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება-ორგანიზებას: ო) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების შესწავლას, შენარჩუნებას; სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; პ) მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების მოკვლევისა და დაცვის თვალსაზრისით სპეციალური მუნიციპალური პროგრამების შექმნას, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთა მოწვევას; მატერიალურ და არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობისა და ღირებულებების შესახებ კონფერენციების მოწვევას და ძეგლების პოპულარიზაციას; სპეციალური საინფორმაციო გამოფენებისა და ფესტივალების დაგეგმვას, ორგანიზებას და კოორდინაციას; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად შექმნილი სპეციალური პროექტების შემუშავებას და მართვას, სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნას, ტირაჟირებას და გავრცელებას; რ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას; ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა- პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ტ) ტურისტული პოტენციალის კვლევის, განვითარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობას; უ) ტურისტული სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და მათ პოპულარიზებას; ტურზმის განვითარებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის გზით თემატური ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელების ორგანიზებას და კოორდინაციას, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენების ორგანიზებას, კოორდინაციას და მონიტორინგს; ფ) ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზებას და ფესტივალების დამკვიდრებას; ქ) მუნიციპალური შიდა ტურისტული მარშრუტებით ახალგაზრდების დაინტერესებას, ლაშქრობებისა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და კრეატიული ღონისძიებების დაგეგმვას, პროექტების შედგენას და მონიტორინგს; ღ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისთვის კულტურულ, სპორტულ და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას; ყ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო პირების საქმიანობის კოორდინაციას; შ) კულტურული, ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას, პროექტების შემუშავებას ან დამტკიცებული პროექტების კოორდინაციას და მონიტორინგს; ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას, მუნიციპალური დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას; ც) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებას, სისტემატიზებას, დაგეგმილი და დასაგეგმი ღონისძიებების შეთანხმება-კოორდინაციას; ძ) მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობას და სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობას; წ) მოზარდთა სკოლამდელი და სკოლისგარეშე (მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების კოორდინაციას; ჭ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას; ხ) მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცებას; ჯ) განათლების, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას; ჰ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისგან.“; |
ზ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; ბ) სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილება.“; |
თ)
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავებას, კოორდინაციას, განხორციელებას და მონიტორინგს მათ მიმდინარეობაზე; ბ) კულტურისა და განათლების (მათ შორის ადრეული და სკოლამდელი განათლების) სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას და მათ საქმიანობაში გამოყენებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების მართვისთვის წინადადებების შემუშავებას; გ) მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას; ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (პირების) საქმიანობის კოორდინაციას, შიდა მონიტორინგის შედეგების შესწავლას; დ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება-ორგანიზებას: ე) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; ვ) საბავშვო და ახალგაზრდული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას და სხვა პირების მიერ ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერას; ზ) განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა მხარდაჭერას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროგრამების შემუშავებას; თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნას, ან/და შემოთავაზებული პროექტების კოორდინაციას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყვეტი სახელოვნებო საბაზო და საშუალო პროფესიული განათლებისთვის ხელშეწყობას; კ) სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი შემოქმედებითი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის ზრუნვას; ლ) სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობას; ნ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“; |
ი)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილება სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრას; ბ) სპორტის ეროვნული სახეობების განვითარებაზე ზრუნვას; გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროს აღორძინებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას; დ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; ე) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას; ვ) სპორტის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას და კოორდინაციას; მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის: სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; ზ) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი გეგმის შემუშავებას და მათი მოწყობის კოორდინაციას; თ) სპორტის სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვას, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და მოსახლეობის ფართო მასებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას; ი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას; კ) სპორტული და სამოყვარულო გუნდების საქმიანობის ხელშეწყობას; ლ) ვეტერანი სპორტსმენების, სპორტის მუშაკებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენა-პოპულარიზაციას; მ) მატერიალური და არამატერიალური (კულტურული მემკვიდრეობის) ძეგლების მოკვლევას, აღრიცხვას და მონიტორინგს, მათ ანალიზს და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას; ნ) საინფორმაციო ხასიათის კონფერენციების, გამოფენების ორგანიზებას და განხორციელებას; ო) მატერიალური და არამატერიალური ძეგლების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების, ცნობარებისა და სხვა სახის ბეჭდური მასალის გამოცემის ორგანიზებას და გავრცელებას; პ) სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობას (როგორც კომპლექსის, ასევე სახლ-მუზეუმების); საექსპოზიციო მასალების აღრიცხვიანობის მონიტორინგს, ახალი ექსპოზიციების შექმნითი სამუშაოების წარმოების ხელშეწყობას და მონიტორინგს. მუნიციპალიტეტის გამოჩენილ ადამიანთა სახეების პოპულარიზაციას; ჟ) ტურისტული პოტენციალის შესწავლას და ტურისტული მარშრუტების შედგენა-პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარების მუნიციპალური გეგმის შედგენას; რ) სხვადასხვა სახის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზებას და ფესტივალების ორგანიზებას მუნიციპალიტეტში; ს) ტურისტული ლაშქრობების დაგეგმვას და განხორციელების ორგანიზების ხელშეწყობას; ტ) ტურისტული მარშრუტებისთვის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლებისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების შედგენას და გამოცემის უზრუნველყოფას; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობას; ფ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“; |
კ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.“; |
ლ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. |
| მუხლი 7 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016259) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. |
| მუხლი 8 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016261) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის უფროსს, ან განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. |
| მუხლი 9 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები