დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.141.016291 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცდების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016282) შეტანილი შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების დანართის პირველი მუხლის 1.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).“; ბ) დადგენილების დანართის პირველი მუხლის 2.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).“; გ) დადგენილების დანართის პირველი მუხლის 3.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.4. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ)."; დ) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 1.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.2. დახმარება გაიცემა ერჯერადად 100-1500 ლარის ოდენობით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და დამატებით გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ამ მუხლის რომელიმე პუნქტით გათვალისწინებულ ან სხვა დახმარების ოდენობას განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.“; ე) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 13.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13.4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების ოდენობის გაცემაზე დასკვნას ამზადებს ახალქალქის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი,რომელიც აისახება სხდომის ოქმში.“; ვ) დადგენილების დანართის მე-5 მუხლის 2.9. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.9. ზიანის ანაზღაურების და თანხის ოდენობას განისაზღვრავს და მის შესახებ დასკვნას ამზადებს მერიაში მოქმედი სამუშაო ჯგუფი ,რომელიც აისახება სხდომის ოქმში.“; ზ) დადგენილების დანართის მე-5 მუხლის 3.4. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.4. დახმარების გაცემის და თანხის ოდენობას განსაზღვრავს და მის შესახებ დასკვნას ამზადებს მერიაში მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.“; თ) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის 1.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე“. ი) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის 2.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“; კ) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის 3.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“; ლ) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის 4.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.2. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“; მ) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის 5.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.2. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“; ნ) დადგენილების დანართის მე-4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მუხლი 12. დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა 1. ამ წესის პირველი თავით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს და იმ განცხადებებს, რომლებიც არ შესაბამება ამ წესით მიღებულ კრიტერიუმებს, განიხილავს მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სოციალური დახმარების შესახებ განცხადების განხილავისას ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება (შემდეგ – განყოფილება) ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციასა დაა მასალებს განყოფილება გადასცემს შემდგომი განხილვისათვის შესაბამის სამუშაო ჯგუფს. შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრედად. მუხლი 13. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს. 3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფს სხდომის მუშაობას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე. 4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც. გადაუდებელი შემთხვევის დროს სამუშაო ჯგუფი რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. 5. სამუშაო ჯგუფის მდივანი სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში. 6. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე. 7. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 14. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამუშაო ჯგუფი თავისი კომპეტენციის კუთვნილი საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 15. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები 1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოყოს ფინანსური დახმარება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ყველა მუხლიდან, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მიუხედავად. 2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია ადგილზე გასვლით, დათვალიერების შედეგად შეაფასოს განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 3. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, განმარტებები, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას (რომლებიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებებს). მუხლი 16. სამუშაო ჯგუფის ოქმები და გადაწყეტილება 1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. სამუშაო ჯგუფის განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში. 3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის მდივანი 5. სამუშაო ჯგუფი სხდომაზე ამზადებს საოქმო დასკვნას, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება. 6. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. მუხლი 17. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. ო. დადგენილების დანართის მე-7 თავის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. გარდამავალი დებულებები 1. მოქალაქისათვის სამედიცინო/ფარმაცეპტიული/მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა საგარანტიო წერილი 30 დღის ვადით.სამედიცინო/ფარმაცეპტიული/დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს/ფარმაცევტული/ დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო/ფარმაცევტული დაწესებულება პასუხს აგებს წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე. 2.2018 წელს გაცემული საგარანტიო წერილებით აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა განხორციელდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან. 3. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ დასკვნას ამზადებს სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, გარდა მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევებში.“; პ) ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-3 თავი; ჟ) ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-4 მუხლის 5.2. ვ პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები