„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.110.016397
19
25/07/2019
ვებგვერდი, 29/07/2019
010250040.35.110.016397
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2019 წლის 25 ივლისი

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.110.016148)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 49-ე მუხლს  დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს აპარატი უფლებამოსილია საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან გააგზავნოს ინფორმაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საკრებულოს, საკრებულოს კომისიის სხდომამდე 2 დღით ადრე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი