დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 345 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021363 |
|
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/09/2017, 300160070.10.003.020127) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის“:
1. მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) სტიმულირების პროგრამა − შემსყიდველის მიერ შემუშავებული სტიმულირების პროგრამა, რომლის პირობების გათვალისწინებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მტკიცდება ავიაკომპანიის ბაზირების, ახალი პრიორიტეტული მიმართულების, ახალი სტრატეგიული მიმართულების, არსებული სტრატეგიული მიმართულებისა და პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების პროგრამები;“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 108 − 1014 პუნქტები: „108. პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება ფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ან ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით. 109. სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებებად ითვლება რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები, თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და ასევე ხორციელდება საპირისპირო მიმართულებით ფრენა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით) და ერევნის საერთაშორისო აეროპორტი გამოიყენება სატრანზიტო აეროპორტად. 1010. ხელშეკრულების ღირებულება უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) ევროს ოდენობით დღგ-ის გარეშე, თითოეულ ისეთ ჩამომფრენ მგზავრზე, რომელთა მგზავრობაც დაიწყო რუსეთის ფედერაციაში და დასრულდა ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ორივე მიმართულებისათვის, ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ევროს დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. 1011. პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე. 1012. შემსყიდველი უფლებამოსილია, პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ მიმართულებაზე ერთ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. 1013. იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიმართავს ერთზე მეტი ავიაკომპანია და მათგან ორი ან მეტი აკმაყოფილებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ხელშეკრულების გაფორმების რიგითობა განისაზღვრება ამ ავიაკომპანიების მიერ მოთხოვნის წარდგენის დროის მიხედვით, თანმიმდევრობით. პირველი ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელმაც პირველმა მიმართა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“. 1014. იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე გაფორმდება სტიმულირების 2 ხელშეკრულება, შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების შემდგომი ხელშეკრულებების გაფორმებაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები