დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44-59 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 310060000.35.101.016627 |
|
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში“ შევიდეს ცვლილება და:
ა) მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. დაუშვებულია პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულისა.“; ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გზების სატრანსპორტო საშუალებებისგან განტვირთვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, სარგებლობის უფლებით გაიცემა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოსაყენებელი ელექტროველოსიპედების, მოპედების და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის განსაზღვრული ლოკაციები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები