დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44-57 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016625 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 03/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016565) და დადგენილების პირველი მუხლის:
ა) „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №1) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელია 2018 წელს მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედ რეგულაციებს;“; ბ) „გ“ პუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №3): ბ.ა) მე-2 მუხლის: ბ.ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0; F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც: ა) 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარმოადგენენ ქვეპროგრამის ბენეფიციარებს, მიუხედავად წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დიაგნოზისა; ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით შესაბამისი დაწესებულებისათვის განცხადებით მიმართვამდე პერიოდში იყვნენ რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში, მაგრამ განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ბოლო 2 წლის) განმავლობაში უწყვეტად, და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი; გ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, შესაბამისი დაწესებულებისათვის განცხადებით მიმართვის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში იყვნენ რეგისტრირებული, თუ ისინი განცხადებით მიმართვამდე პერიოდში არცერთხელს არ ყოფილან რეგისტრირებული საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში; დ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი და აკმაყოფილებენ ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. ბ.ა.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1საათს; ბ.ა) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს: ბ.ა.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 14 სეანსისა; ბ.ა.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 12 სეანსისა; ბ.ა.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. ბ.ბ) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს: ბ.ბ.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 7/10; ბ.ბ.ბ) 8-11 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 6/10; ბ.ბ.გ) 12-17 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – მულტიდისციპლინური გუნდის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე ბ.გ) ამასთან, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, სეანსის ჩატარება თვეში ერთხელ შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოში; ბ.დ) ამასთან, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ასაკობრივ ჯგუფში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული წლიური გეგმის ფარგლებში, თვეში ერთხელ შესაძლებელია თითო შეხვედრის/სეანსის ჩატარება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან.“; ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვაუჩერით ანაზღაურდება მომსახურება, მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე 18 წლის ასაკის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურება.“; ბ.გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ასაკობრივ ჯგუფში) და სხვა – ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები