დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44-62 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300130000.35.101.016630 |
|
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილების დანართი 1-ით დამტკიცებულ წესში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300130000.35.101.016056) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,15. ბაღის/პარკის ნარჩენები მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის, დამზადების, ჭრის, ვარჯის ფორმირების, გადაბელვის და სხვლა-ფორმირების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, გაკრეჭილი/გათიბული ბალახი, ჩამოცვენილი ფოთლები.“. 2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 22. მერქნული რესურსისა და ბაღის/პარკის ნარჩენების განთავსება და გადაცემა 1. ამ წესის შესაბამისად წარმოქმნილი მერქნული რესურსისა და ბაღის/პარკის ნარჩენების განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ. 2. უფლებამოსილი ორგანო ან რაიონული გამგეობა უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი, საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო სკოლებსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 3. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი და ბაღის/პარკის ნარჩენები, შემდგომი განკარგვის უფლებით, შესაძლებელია გადაეცეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს. 4. „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოპოვებული საშეშე მერქნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გადაცემის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება დაინტერესებილი მხარის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.”. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები