,, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44-61
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016629
44-61
23/07/2019
ვებგვერდი, 26/07/2019
010260030.35.101.016629
,, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44-61

2019 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

,, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016471) შეტანილ იქნას ცვილილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის ცვლილების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს  „ჰ13“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14“ ქვეპუნქტი:

,,ჰ14) თბილისის შადრევან-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა.“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს „უ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ფ“, ,,ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები:

„ფ) განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება;

ქ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების ეტაპზე გამწვანებისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის გამწვანების პროექტის შეთანხმება;

ღ) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის ცვლილების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება.“

4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ბ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები.

5. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს „ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე