დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016407 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018; 190040000.35.149.016386) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 221 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 221. დედ-მამით ობოლი ბავშვების საკურორტო დახმარება 1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებს. 2. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 3. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში არაუმეტს 10 დღე-ღამით. 4. ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. 5. ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა; ე) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ; ვ) ბენეფიციარის მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი. 6. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 271. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდთა საკურორტო დახმარება 1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არიან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები. 2. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 3. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში არაუმეტს 10 დღე-ღამით. 4. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობა; გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობა; დ) ბენეფიციარის მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი. 5. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები