დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-258/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 16/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „ნიუ ჰოსპიტალზე“ (ს/კ №205210467, თბილისი, კრწანისის ქ. №12/გორგასლის ქ.№71) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე. საფუძველი: შპს „ნიუ ჰოსპიტალს“-ის დირექტორის მოადგილის კ. სახვაძის განცხადებები: №79630, 05.06.2019წ.; №80474, 06.06.2019წ. ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-589-83, 12.07.2019წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №22, 16.07.2019წ. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები