„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.021359
341
18/07/2019
ვებგვერდი, 22/07/2019
470000000.10.003.021359
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №341

2019 წლის 18 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 470000000.10.003.021008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №21 დანართის (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა):

1. მე-2 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად მიეკუთვნება პროგრამით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას გატანილი მედიკამენტ(ებ)ის ღირებულების  10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 ლარისა (5 თეთრი) და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.

2. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია თანაგადახდა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 25%-ს. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის მედიკამენტის საბაზრო ღირებულებად მიიჩნევა 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული საცალო ფასი. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების საცალო ფასი და ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია, თანაგადახდის ოდენობა და გაანგარიშების მეთოდოლოგია, მედიკამენტის დასახელება და სხვა (მ.შ., საგამონაკლისო) პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ პროგრამის ფარგლებში შესყიდულ მედიკამენტებში ამ მუხლის პირველი  პუნქტით განსაზღვრული თანხა დისტრიბუტორ(ებ)ის მხრიდან ირიცხება პროგრამის განმახორციელებლის ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე