„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.021357
339
18/07/2019
ვებგვერდი, 22/07/2019
010220030.10.003.021357
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №339

2019 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დირექტორი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი – კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე