დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017775 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016643) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. ის არის აფხაზეთის უპირველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – 1932 წელს დაარსებული სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (1979 წლიდან – სოხუმის/აფხაზეთის/სახელმწიფო უნივერსიტეტის) და 1989 წლის 14 მაისს შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უშუალო სამართალმემკვიდრე. უნივერსიტეტი არის მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების მატარებელი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ეფუძნება ქართველი და აფხაზი ხალხების სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებს, მულტიკულტურული სისტემების მდგრადობის განმსაზღვრელ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს; გააჩნია განსაკუთრებული ეთნიკური, მენტალური და სოციოკულტურული ფასეულობების შემაკავშირებელი ფუნქცია – ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის უკანასკნელ ათწლეულებში გაჩენილი მენტალური გაუცხოების აღმოფხვრისა და აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ისტორიული თანაცხოვრების აღდგენის პროცესის ხელის შეწყობა. უნივერსიტეტის სტრატეგიული მისია, რომელიც უპირატესობასთან ერთად, საგანგებო და ისტორიული პასუხისმგებლობაცაა, აჩენს შესაძლებლობას, რომ უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო კერასთან ერთად, იქცეს კონფლიქტების კვლევის საუნივერსიტეტო რეგიონულ ცენტრად. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლების მიცემა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია. უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წარმომადგენელი;“; ბ) მე-5 პუნქტის დ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-14 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“. 6. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია: ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი; ბ) სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი; გ) განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი; დ) ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ე) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.“. 7. 25-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტის მიერ მიეცემა ანაზღაურება ამ წესდების 391 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოსავლებიდან. ანაზღაურების ოდენობას და გაცემის პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.“. 8. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე, მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება (საჯარო ლექცია, პროგრამის პრეზენტაცია) წარმოდგენილი სილაბუსის/სილაბუსების ფარგლებში. გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კითხვა-პასუხის, ასევე კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში - პრეტენდენტის მიერ გარკვეული საკითხების მოკლე მიმოხილვის სახით. გასაუბრებისა და ლექციის ჩატარების მოკლე მიმოხილვა აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში;“. 9. 32-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აკადემიური, კვლევითი, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8.პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.“. 10. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები. უნივერსიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების (A და B შეფასების) მქონე ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ პირთა შვილები, აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით გაეწევათ შეღავათი არაუმეტეს ორი სემესტრისა;“. 11. 361 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. 3. უნივერსიტეტი ახორციელებს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას.“. 12. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე) და სწავლის საფასური, რომელიც იფარება სტუდენტების მიერ;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების ვაუჩერული დაფინანსება.“. |
| მუხლი 2 |
1. რეორგანიზებულ იქნეს:
ა) მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტად; ბ) იურიდიული ფაკულტეტი სამართლის და დიპლომატიის ფაკულტეტად; გ) განათლების ფაკულტეტი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტად; დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტად. 2. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი; იურიდიული ფაკულტეტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი; განათლების ფაკულტეტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 3. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, განათლების ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოების წევრები ჩაითვალონ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოების წევრებად. 4. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, განათლების ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებს უფლებამოსილება შეუნარჩუნდეთ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბჭოების უფლებამოსილების ცნობისა და დეკანის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნამდე. 5. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ დეკანის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანების არჩევამდე. 6. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, განათლების ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს შეუწყდეთ უფლებამოსილება რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოების უფლებამოსილების ცნობისა და დეკანის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნამდე. 7. უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს მიეცეს უფლება რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგინოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურა/კანდიდატურები ასარჩევად ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ცნობისა და დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევის წესის შესაბამისად. 8. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, განათლების ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ სასწავლო პროცესის მართვის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლებს, სტუდენტთა რეესტრის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლებს შეუნარჩუდეთ უფლებამოსილება რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანების არჩევამდე. 9. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანების არჩევნები გამოცხადდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. 10. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტიდან, იურიდიული ფაკულტეტიდან, განათლების ფაკულტეტიდან, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან არჩეული აკადემიური საბჭოს წევრები ჩაითვალონ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკადემიური საბჭოს უფლებამონაცვლე წევრებად დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. 11. მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტიდან, იურიდიული ფაკულტეტიდან, განათლების ფაკულტეტიდან, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეული აკადემიური პერსონალი ჩაითვალოს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამონაცვლე წევრებად დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. 12. ფაკულტეტების რეორგანიზაციის შედეგად ფაკულტეტების სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შეუნარჩუნდეთ რეორგანიზებულ ფაკულტეტებზე უფლებამოსილება, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი დებულების დამტკიცებამდე. რეორგანიზებული ფაკულტეტების დებულებების დამტკიცება განხორციელდეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. 13. ფაკულტეტების რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს ფაკულტეტების რეორგანიზაციის შესახებ ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 9 თვისა. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები