„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი N 23 - რს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 17/07/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016049
N 23 - რს
17/07/2019
ვებგვერდი, 19/07/2019
010240010.30.060.016049
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004 წელი, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„მუხლი 12

აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია:

ა) განათლებისა და კულტურის სამინისტრო;

ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო;

ე) იუსტიციის დეპარტამენტი“.

2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მათ სისტემაში არსებული სხვა შესაბამისი უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთან, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.

4. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი  პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ−მე-2 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

5. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ-მე-2 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე მხარჯავ დაწესებულებებზე, მათ მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლებელია არ გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

6. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ-მე-2 პუნქტებში აღნიშნული უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ 2019 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სტრუქტურის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ჯამურად განსაზღვრული რიცხოვნობა.

7. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყება.

8. ამ მუხლის პირველ-მე-2 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

9. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამ მუხლის პირველ-მე-2 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით,  უზრუნველყონ ამ უწყებების სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით.

10. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მის სისტემაში არსებული სხვა შესაბამისი უწყების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მის სისტემაში არსებული სხვა შესაბამისი უწყების საბალანსო მონაცემების მიხედვით შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებებისათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული უწყებებისათვის გადაცემას. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

11. ამ მუხლის პირველ-მე-2 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა  ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე), ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე

 

 

17 ივლისი 2019 წ.

ქ. თბილისი

NN 23 - რს