„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 22/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
190
22/10/2009
სსმ, 129, 22/10/2009
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №190

2009 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხლი 1479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელება;“.

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებაში;“.

3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:

„ჭ1) ამოწმებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ რწმუნებათა სიგელებს;“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე, საქართველოსათვის აქტუალური მოვლენების ანალიზი; ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური მოხსენებებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის შესაბამისად განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება; საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) ამერიკის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული დეოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციის მხარდაჭერისათვის საერთაშორისო საზოგადოების აზრის კონსოლიდაცია და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე უცხოეთის ბაზრებზე ქართული ექსპორტისათვის ბაზარზე დაშვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის მიზნით; საერთაშორისო კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვისა და კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა; გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდინაცია;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საქართველოს სხვადასხვა უწყების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებათა აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დედნების დაცვა-შენახვა;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების შემუშავება, საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება, სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და სპეციალური საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (შეხვედრების) ორგანიზება; საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომელთა იმუნიტეტისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

ლ) საკონსულო დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობის წარმართვა და საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულების, მივლინებისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება; დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციების გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება; სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;

ნ) საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლს, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენისა და შესრულების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადებასა და ოქმების შედგენას; საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას; დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს;

ო) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; სამინისტროს სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და აუდიტორული სამუშაოს განხორციელება, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა;

 პ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა, სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა; სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; სამინისტროს სისტემის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა დასამტკიცებლად; სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და კონტროლი; დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;

ჟ) დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა დსთ-ს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე, დსთ-ს ქვეყნების მიმართ საქართველოს პოლიტიკისა და ურთიერთობის წარმართვის, ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრისა და კორექტირების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად; დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა და კავშირურთიერთობის განხორციელების უზრუნველყოფა;

რ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით ამ რეგიონების ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების შესწავლის საფუძველზე საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ს) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური