დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ნიუსქინსთეიშენის“ კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/8912-19 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 10/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №330210319002962033
№2/8912-19
საოქმო განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე
(ამონაწერი კრედიტორთა პირველი კრების ოქმიდან)
2019 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი: სალომე ფოფხაძე
განმცხადებელი – შპს „ნიუსქინსთეიშენ“
მეურვე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო
მოთხოვნა – მოვალე შპს „ნიუსქინსთეიშენის“ გაკოტრება (საქმის წარმოება)
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნიუსქინსთეიშენის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს სხვა დროისთვის.
2. მომდევნო კრედიტორთა კრების თარიღის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს.
4. განჩინება გამოქვეყნდეს აგრეთვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.
5. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება და მისი შეტანა შეიძლება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში (ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია), ხოლო თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი სალომე ფოფხაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები