დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 331 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021349 |
|
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული
აქტების
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-20 მუხლის
საფუძველზე
, „შპს
„საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების
“ მიერ
საქონლისა
და
მომსახურების
შესყიდვის
სპეციალური
წესის
დამტკიცების
შესახებ
” საქართველოს
მთავრობის
2017 წლის
5 სექტემბრის
№418 დადგენილებაში
(www.matsne.gov.ge, 06/09/2017, 300160070.10.003.020127) შეტანილ
იქნეს
ცვლილება
და
დადგენილებით
დამტკიცებული
„შპს
„საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანების
“ მიერ
საქონლისა
და
მომსახურების
შესყიდვის
სპეციალური
წესის
“:
1. მე -2 მუხლის „ყ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ყ ) სტიმულირების პროგრამა − შემსყიდველის მიერ შემუშავებული სტიმულირების პროგრამა , რომლის პირობების გათვალისწინებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების , სიხშირეების ან /და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას . სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მტკიცდება ავიაკომპანიის ბაზირების , ახალი პრიორიტეტული მიმართულების , ახალი სტრატეგიული მიმართულებისა და არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამები ;“. 2. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 − 107 პუნქტები : „101. არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება ფორმდება ავიაკომპანიასთან , რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული საჰაერო ხომალდით შეასრულებს ფრენებს არსებული სტრატეგიული მიმართულებით . 102. სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის , არსებულ სტრატეგიულ მიმართულებებად ითვლება თბილისი -ლონდონი -თბილისისა და თბილისი -ბრიუსელი -თბილისის მიმართულებები . 103. ხელშეკრულების ღირებულება თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისათვის უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი ) ევროს ოდენობით დღგ -ის გარეშე , თითოეულ ჩამომფრენ მგზავრზე , სტიმულირების პროგრამის ფარგლებში , რაც ჯამური ღირებულების სახით (თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისათვის ) არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ევროს დღგ -ის გარეშე . 104. არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად , კვირაში , სულ მცირე , 2 სიხშირის შესრულება თითოეულ არსებულ სტრატეგიულ მიმართულებაზე . 105. შემსყიდველი უფლებამოსილია , არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ მიმართულებაზე ერთ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არა უმეტეს 1 (ერთი ) წლის ვადით . 106. იმ შემთხვევაში , თუ არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას “ მიმართავს ერთზე მეტი ავიაკომპანია და მათგან ორი ან მეტი აკმაყოფილებს ახალი ავიაკომპანიის სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმებისათვის დადგენილ მოთხოვნებს , ხელშეკრულების გაფორმების რიგითობა განისაზღვრება ამ ავიაკომპანიების მიერ მოთხოვნის წარდგენის დროის მიხედვით , თანმიმდევრობით . პირველი ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან , რომელმაც პირველმა მიმართა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას “. 107. იმ შემთხვევაში , თუ თითოეულ არსებულ სტრატეგიულ მიმართულებაზე გაფორმდება სტიმულირების 2 ხელშეკრულება , შემსყიდველი უფლებამოსილია , უარი თქვას სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების შემდგომი ხელშეკრულებების გაფორმებაზე .“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები