„უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 333
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.021351
333
16/07/2019
ვებგვერდი, 18/07/2019
010120000.10.003.021351
„უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №333

2019 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

„უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018145) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში, უცხოელს უფლება აქვს, მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს გაძევების გადავადების თხოვნით.“.

2. მე-12 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან იგი თავშესაფრის მაძიებელია, ან არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება (გარდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.“.

3. მე-14 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ესკორტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის განსაკუთრებული საჭიროებები.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „15. ესკორტის ჯგუფის წევრი გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტისა და სხვა აუცილებელი ცნობების ან მონაცემების ფლობასა და აღნიშნული დოკუმენტების მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის გადაცემას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია უცხოელის დანიშნულების სახელმწიფომდე გადაყვანა/ესკორტირება. ესკორტის ჯგუფის წევრებს ეკრძალებათ გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გადაცემისათვის შეთანხმებული ადგილის დატოვება მისი გადაცემის პროცედურის დასრულებამდე.“.

4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირადი ნივთები, მათ შორის, ფული და ძვირფასეულობა, გადაეცემა გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრის დატოვებისას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე