ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის ქუჩის №22 და №24 კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის ქუჩის №22 და №24 კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016009
309
10/07/2019
ვებგვერდი, 16/07/2019
000000000.00.160.016009
ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის ქუჩის №22 და №24 კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №309

2019 წლის 10 ივლისი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის ქუჩის №22 და №24 კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  საქართველოს  ორგანული  კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2015   წლის   1   ივნისის   №239   დადგენილების შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.   ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას გამზირის №3 და №5 კორპუსებსა და გიორგი ლეონიძის  ქუჩის  №22  და  №24 კორპუსებს  შორის  დამაკავშირებელ  უსახელო  ქუჩას მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამოქალაქო თავდადებისათვის დაჯილდოებული პირის – ოთარ გურგენიშვილის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

2.   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება      ინფორმაციისთვის      გადაეგზავნოს      ქალაქ      რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4.   განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

5.   განკარგულება   შეიძლება   გასაჩივრდეს   რუსთავის   საქალაქო   სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი

.