ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ

ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016008
308
10/07/2019
ვებგვერდი, 16/07/2019
000000000.00.160.016008
ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №308

 2019 წლის 10 ივლისი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ

„ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  საქართველოს  ორგანული  კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   2015   წლის   1  ივნისის   №239   დადგენილების შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.   ქალაქ რუსთავში არსებულ კომუნალების ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ქართველი ქალი ალპინისტის -   მარიამ ტყავაძის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.

2.   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება      ინფორმაციისთვის      გადაეგზავნოს      ქალაქ      რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4.   განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

5.   განკარგულება   შეიძლება   გასაჩივრდეს   რუსთავის   საქალაქო   სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი

.