დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016571 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 19/12/2018, 010250050.35.148.016533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგ დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს: ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს; ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირებს; გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანებს; დ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს; ე) თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა)სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42*.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ერთჯერადად არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობის მედიკამენტებით დახმარება, თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა, გაეწევათ ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებს.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დამდგარი ზარალის შეფასების მიხედვით.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება მერის სახელზე დამდგარი ზიანიდან ოცდაათი დღის ვადაში;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტს ადასტურებს და ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – 200 (ორასი) ლარის ოდენობით,“ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები