„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017770
147/ნ
12/07/2019
ვებგვერდი, 15/07/2019
430030000.22.022.017770
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №147/ნ

2019 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017184) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წლის 15 თებერვლამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სპეციალური პროგრამის საფუძველზე, მართვის სისტემა ამუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად.

8. მართვის სისტემა სპეციალურ პროგრამაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. მართვის სისტემის მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.“;

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მართვის სისტემაში 7 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.“;

3. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ არსებული ფუნქციები/კომპეტენციები ვრცელდება 2019 წლამდე. 2019 წლიდან აღნიშნული ფუნქციებით/კომპეტენციებით აღჭურვილია მართვის საინფორმაციო სისტემა.

7. 2019-2020 სასწავლი წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის მიზნით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის დამოწმების მიზნით, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მართვის სისტემას წარუდგენს ანკეტის დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმით, არაუგვიანეს 2019 წლის 31 აგვისტოსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი