„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 148/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017771
148/ნ
12/07/2019
ვებგვერდი, 15/07/2019
430010000.22.022.017771
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №148/ნ

2019 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის  №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) და ბრძანების პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).

3. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის 10 იანვრისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.“;

ბ) 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-40 მუხლის 35-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე პუნქტი:

„36. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით ამ დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანკეტის დამოწმების მიზნით, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მართვის სისტემას წარუდგენს ანკეტის დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმით, არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა.“. 

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“ (დანართი №2):

ა) მე-8 მუხლის:

ა.ა) 11  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი ფორმით, ცენტრს აწვდის:

ა) აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაციას, კერძოდ, მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა თუ არა აბიტურიენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) სტუდენტების თაობაზე შემდეგ ინფორმაციას:

ბ.ა) მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა/აქვს თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ.ბ) მიღებული/გაუმჯობესებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროცენტული ოდენობა;

ბ.გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აქვს პირს სტუდენტის სტატუსი;

გ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის თაობაზე ინფორმაციას;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ოდენობის თაობაზე ინფორმაციას.“;

ა.ბ) 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი