„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017772
149/ნ
12/07/2019
ვებგვერდი, 15/07/2019
430210000.22.022.017772
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №149/ნ

2019 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის  №10/ნ ბრძანებაში (სსმ, 14, 05/02/2010) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სტუდენტთა მობილობისა და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირება

„1. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა).

2. სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის იქმნება მობილობის ელექტრონული პორტალი (შემდგომში  ელექტრონული პორტალი), რომლის წარმოების წესი დგინდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელზეც აისახება დაწესებულებების მიერ მობილობისათვის რეგისტრირებული ადგილები საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების (შემდგომში  საგანმანათლებლო პროგრამა) მიხედვით.

3. მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის, დგინდება:

ა) დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა; 

ბ) მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა;

გ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა.

4. შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ დაწესებულების მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით. შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შიდა მობილობის შედეგები ორი კვირის ვადაში მიაწოდოს მართვის სისტემას.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მობილობისათვის გამოცხადებული ადგილების რეგისტრაცია

„1. სტუდენტების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.

2.  დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, ავტორიზაციის ვადის გასვლის, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით, აკრედიტაციის გაუქმებით ან აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე (დამატებითი) მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, გამარტივებული წესით. რიგგარეშე მობილობის გამოცხადების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სსიპ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში  ცენტრი) მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრსა და მართვის სისტემას შორის წერილობითი შეთანხმებით.

3. დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს რიგგარეშე შიდა მობილობა, მის მიერ დადგენილი წესით, ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში ან დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში.

4. მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული პორტალის წარმოების წესის შესაბამისად და ამავე წესით დადგენილ ვადაში ასახავს ელექტრონულ პორტალზე. გადამოწმების პროცესში მართვის სისტემა იყენებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას. დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობა ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.“;

გ) 5მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს ის პირიც, რომლის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თორმეტთვიანი ვადა.“;

გ.ბ) მე-3  მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რიგგარეშე მობილობის გამოცხადების შესახებ მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობით საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის, ასევე სწავლის საფასურის შესახებ მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა;

ბ) რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების მართვის სისტემაში წარდგენის ვადა;

გ) სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა.

4. მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან. გადამოწმების პროცესში მართვის სისტემა იყენებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას. დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობა ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის რიგგარეშე მობილობის პროცესში გათვალისწინებაზე უარის თქმის საფუძველია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე, მართვის სისტემა დაწესებულებების მიერ წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებს უფლება აქვთ, მართვის სისტემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩარიცხვის მიზნით განცხადებით მიმართონ დაწესებულებების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველ, ნებისმიერ დაწესებულებას.“;

გ.გ) მე-8  მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიმღები დაწესებულება მართვის სისტემას წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და რეესტრის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.

9. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ.

10. დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების ელექტრონულ ვერსიას, სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ, მართვის სისტემის მიერ დადგენილი ფორმით, გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში  წარმოადგენს მართვის სისტემაში, ხოლო მართვის სისტემა, 3 სამუშაო დღის ვადაში, ასახავს რეესტრში.“;

დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა.“;

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დაწესებულებაში მობილობით ჩარიცხვის უფლება

1. თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია ორი ან მეტი სტუდენტი, დაწესებულება ჩარიცხავს მათ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამ შემთხვევაში, დამატებული ადგილების რაოდენობა გამოაკლდება დაწესებულებისათვის მომდევნო სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.

3. მობილობის მსურველი მოიპოვებს შესაბამისი დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

4.   პირი, რომელმაც გამოთქვა სურვილი დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე, ვალდებულია შეამოწმოს ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე. განცხადებას თან ერთვის საგანმანათლებლო დოკუმენტის, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა დაწესებულებაში, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლები. დაუშვებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული ასლების მიღებაში ხელის შეშლა.

5. მობილობის მსურველი, რომელიც დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მიმართავს განცხადებით მიმღებ დაწესებულებას ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. სტუდენტების მობილობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა

1. მიმღები დაწესებულება რეესტრში ასახავს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან, რეესტრისა და ელექტრონული პორტალის მონაცემებთან და გასცემს ელექტრონულ დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.

2. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ.

3. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა 1 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 1 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში. ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება მართვის სისტემაში.

4. რეესტრის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მართვის სისტემას წარედგინება 7 ოქტომბრამდე შემოდგომის ან 7 მარტამდე გაზაფხულის სემესტრში.“.

2. 11 პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასურის“ (დანართი №2): 

ა)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საფასურის ოდენობა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის (შემდგომში – მობილობა) საფასური შეადგენს  40 ლარს.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფასური გადაიხდება მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორებით სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.“;

გ) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი