დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 221 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200900000.22.033.017220 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სავარაუდო დარიცხვის შემთხვევაში, პირს საგადასახადო მოთხოვნა არ წარედგინება.“. |
2.
221 მუხლის: |
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 221. სავარაუდო დარიცხვა“; |
ბ)
პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ: ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება; ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება). 2. ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია. 3. სავარაუდო დარიცხვა შეიძლება შეიცვალოს შესწორებითი დარიცხვით: ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.“; |
გ)
მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სავარაუდო დარიცხვის თაობაზე პირს ეცნობება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, პირი უფლებამოსილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავარაუდო დარიცხვა.“. |
3.
51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 – მე-6 პუნქტები:
„4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე: ა) უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში; ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ან თუ გამოძიებით არ დადასტურდა უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ფაქტი.“. |
4.
561 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:
„19. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტის მიმართ შესაბამისად გამოიყენება ამ ინსტრუქციის 51-ე მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები