„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017221
222
16/07/2019
ვებგვერდი, 17/07/2019
200090000.22.033.017221
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №222

2019 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული  წესის  81-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 811 მუხლი:

„მუხლი 811. საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა

1. განსაკუთრებული უფლების მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია განცხადებით (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – განცხადება) მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში – სამართალდარღვევა) გამოვლენისა და აღკვეთის მოთხოვნით.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;

ბ) ინფორმაციას სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის თაობაზე;

გ) სხვა მონაცემებს, რომელიც დაეხმარება საგადასახადო ორგანოს სამართალდარღვევის გამოვლენაში. მათ შორის,  ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

გ.ა)  სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის მწარმოებლის, რეალიზატორის ან/და იმპორტიორის შესახებ;

გ.ბ)  სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის წარმოშობის ან/და მდებარეობის შესახებ;

გ.გ) სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის სასაქონლო პარტიის, შეფუთვის იდენტიფიცირებისთვის საჭირო დეტალების შესახებ;

გ.დ) სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის გადაადგილების, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნის, მიმღების ან მფლობელის შესახებ;

გ.ე) განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ წარმოებულ საქონელსა და სამართალდარღვევის გამომწვევ  საქონელს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების შესახებ;

დ) საკონტაქტო პირის სახელს, გვარს, მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სასაქონლო (მომსახურების) ნიშანზე განსაკუთრებული უფლების ან/და რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი; 

ბ) სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის შესყიდული ნიმუშის(ების) ფოტოსურათი და ამ ნიმუშის(ების) შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი (სასაქონლო ზედნადები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით თანხის გადახდის დოკუმენტი). ამასთან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქვეპუნქტში აღნიშნული შესყიდული საქონლის  ნიმუში(ები);

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის)  მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი არ არის წარმოებული განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე, რის გამოც სახეზეა განსაკუთრებული უფლების დარღვევა.

4.  თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო განსაკუთრებული უფლების მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. განსაკუთრებული უფლების მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე  განცხადების განხილვა ჩერდება.

5. განცხადების განხილვისას, თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სამართალდარღვევის ფაქტს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძელზე უშუალოდ ობიექტზე დაათვალიეროს და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოიღოს შესაბამისი საქონელი. საქონლის ამოღების შემთხვევაში დგება ,,საქონლის ამოღების შესახებ ოქმი“.

6. ,,საქონლის ამოღების შესახებ ოქმში“ უნდა მიეთითოს ამოღებული საქონლის დასახელება, რაოდენობა, მოცულობა და სხვა განსაკუთრებული ნიშნები.

7. ამოღებული საქონელი გადატანილი უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან შესანახად გადაეცეს პირს (მათ შორის, ამოღების ადგილზე), რომელიც იღებს პასუხისმგებლობას საქონლის შენახვაზე. საქონლის შენახვაზე პასუხისმგებელ პირს უნდა განემარტოს, რომ შესანახად გადაცემული საქონლის განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული პირი ხელს აწერს ,,საქონლის ამოღების შესახებ ოქმს“.

8. საჭიროების შემთხვევაში, ამოღებული საქონელი საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება დაილუქოს ამოღების ადგილზე ან/და განხორციელდეს მისი ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით. ლუქის დადების/ახსნის შესახებ ინფორმაცია აისახება ,,ლუქის დადების/ახსნის შესახებ ოქმში“ ან აღნიშნულის შესახებ მიეთითება ,,საქონლის ამოღების შესახებ ოქმში“.

9. სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით, განსაკუთრებული უფლების მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი), საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ადგილზევე ამოწმებს ამოღებულ საქონელს (ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მის ფოტო/ვიდეო გადაღებას), რაზედაც დგება ,,საქონლის შემოწმების ოქმი“ ან აღნიშნულის შესახებ მიეთითება ,,საქონლის ამოღების შესახებ ოქმში“ და 10 სამუშაო დღის ვადაში (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღის ვადაში) საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დასაბუთებულ დასკვნას.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში აღინიშნება ინფორმაცია, წარმოებულია თუ არა საქონელი განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე და ირღვევა თუ არა განსაკუთრებული უფლება. დასკვნა ასევე უნდა მოიცავდეს მითითებას, რომ მისი ხელმომწერი ინფორმირებულია ყალბი დასკვნის შედგენის ან ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.  

11. ამოღებულ საქონელზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, განსაკუთრებული უფლების მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) უფლება აქვს მოითხოვოს დასკვნის მომზადების ვადის 5 სამუშაო დღით გაგრძელება. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ადგენს სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის რაოდენობასა და საბაზრო ღირებულებას.

13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სამართალდარღვევის გამომწვევი საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით:

ა) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც განსახილველად იგზავნება სასამართლოში;

ბ) საქმის მასალები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

14. ამოღებული საქონელი, რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიხედვით ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ წარმოადგენს სამართალდარღვევის საგანს, დაუყოვნებლივ უბრუნდება საქონლის მფლობელს.

15. განსაკუთრებული უფლების მფლობელს (ან მის წარმომადგენელს), რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, უფლება აქვს საგადასახადო ორგანოსგან მოითხოვოს და მიიღოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები.

16. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები:

ა) საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული უფლების მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) მიმართვის გარეშე, მათ შორის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტის შემთხვევაში;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი