,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0345
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.058.016133
0345
15/07/2019
ვებგვერდი, 17/07/2019
010340000.33.058.016133
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №0345

2019 წლის 15 ივლისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 და მე-20 მუხლების შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.058.016034) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი (დანართი 8).“;

ბ) ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროფესიული განათლების ხელშეწყობას;“;

გ) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ე) ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების პროცესის კოორდინაცია;“;

დ) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;“;

ე) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულის სახით შედის ფინანსური დაგეგმვის განყოფილება.

2. დეპარტამენტის უფროსის დაქვემდებარებაშია ამავე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები.“;

ვ) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ვ) ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მიერ საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის, სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების პროცესის კოორდინაცია;“;

ზ) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ახორციელებს სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავების, სამოქმედო გეგმის თვეების, კვარტალების და კალენდარული წლების მიხედვით განწერის ორგანიზებას;“;

თ) ბრძანების დანართი №3-დან ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლი;

ი) ბრძანების დანართი №5-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ე) სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, სამივლინებო და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა;“;

კ) ბრძანების დანართი №7-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ანგარიშგების დროული განხორციელება;“;

ლ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის №8 დანართი:

„დანართი №8

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების  დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების  დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში  სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფია.

მუხლი 2

1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინისტრის მოადგილის (შემდგომში – კურატორი მოადგილე) წინაშე.

2. კურატორი მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.

თავი II

დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 3

1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს პრიორიტეტების განსაზღვრა საერთაშორისო ხასიათის ურთიერთობებში;

ბ) უცხო ქვეყნების რეგიონულ ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრა და წარმართვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობათა მხარდაჭერა და კოორდინაცია, სამინისტროს საქმიანობის ეფექტური პოზიციონირება;

დ) სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;

ე) სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი/ორგანიზებული საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ზ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ი) სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

კ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

ლ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება;

მ) სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და ვებგვერდის მართვა;

ნ) სამინისტროში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ო) სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;

პ) ფოტო-ვიდეომასალის არქივის წარმოება;

ჟ)  საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის საჭიროების კვლევა, საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

რ) სამინისტროს საქმიანობის პიარი;

ს) ინფორმაციის გავრცელება სამინისტროს საქმიანობის შესახებ და ამ მიზნით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება;

ტ)  შიდაკომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა;

უ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

თავი III

დეპარტამენტის  სტრუქტურა

მუხლი 4

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება.

მუხლი 5

1. საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს პრიორიტეტების განსაზღვრა საერთაშორისო ხასიათის ურთიერთობებში;

ბ) უცხო ქვეყნების რეგიონულ ინსტიტუციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება და წარმართვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობათა მხარდაჭერა და კოორდინაცია, სამინისტროს საქმიანობის ეფექტური პოზიციონირება;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სფეროების/დარგების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;

ვ) რეგიონში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ინვესტიციების მოძიების მხარდაჭერა, გრანტების მოზიდვა და საერთაშორისო დახმარებების მიღების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება და განხორციელება;

ზ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და  შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური დოკუმენტაციის თარგმნა;

თ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელების ხელშეწყობა;

ი) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

კ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი და სხვა) სამინისტროს მონაწილეობა და მსგავს ღონისძიებათა რეგიონში მოწყობის კოორდინაცია;

ლ) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება, უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

მ) სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ნ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ღონისძიებების ორგანიზება;

ო) სამინისტროს ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახის ფორუმის, სემინარის, კონფერენციისა და სხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;

პ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 6

1. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მინისტრთან შეთანხმებით სამინისტროს სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;

ბ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში სხვადასხვა პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

გ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

დ)  საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის საჭიროების კვლევა, საქმიანობის გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;

ვ) მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;

ზ) სამინისტროს ვებგვერდის მართვა/განახლება;

თ) სამინისტროს საქმიანობის პიარი;

ი) სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება;

კ) საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება;

ლ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიების და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა;

ნ) სამინისტროს ღონისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღება, ფოტო-ვიდეომასალის არქივის წარმოება;

ო) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.

თავი IV

დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 7

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის დაქვემდებარებაშია ამავე დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები.

მუხლი  8

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების  ინიცირებაზე, ითანხმებს ან/და თავად განსაზღვრავს დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს დეპარტამენტის საქმიანობას, არეგულირებს და წყვეტს პროფესიულ და ორგანიზაციულ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის;

ვ) ითანხმებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, დასკვნებზე, ანგარიშებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე;

ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) დეპარტამენტის ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაზე და/ან მომზადების კოორდინაციაზე;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე;

კ) მოთხოვნის შემთხვევაში მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებით ადასტურებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

მ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შესაძლებელია დროებით შეასრულოს მინისტრის მიერ განსაზღვრულმა ამავე დეპარტამენტის ერთ-ერთმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა.

მუხლი 9

1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების საჯარო მოსამსახურებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ე) ახდენს განყოფილების ამოცანების დასახვას, საქმიანობის ორგანიზებასა და მართვას, ამოცანების შესრულების ზედამხედველობას, პრიორიტეტებისა და ვადების კონტროლს;

ვ) განყოფილების ფუნქციებიდან, კომპეტენციებიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაზე და/ან მომზადების კოორდინაციაზე;

ზ) ითანხმებს და პასუხისმგებელია განყოფილების მიერ მომზადებულ პროექტებზე, შედეგებზე, პროცედურებზე, ანგარიშებზე, დასკვნებზე, სხვადასხვა სახის აქტებზე და წარმოების მასალებზე;

თ) ამზადებს და წარადგენს ინიციატივებს;

ი) პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, მოტივაციაზე, დისციპლინური ღონისძიებების  ინიცირებაზე;

კ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. განყოფილების უფროსის დაქვემდებარებაშია ამავე განყოფილების საჯარო მოსამსახურეები.

5. განყოფილების უფროსი განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

მუხლი 10

1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, პროექტების, პროდუქტების, დასკვნების, მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა შინაარსის აქტების და წარმოების მასალების პროექტების  მომზადებას და პასუხისმგებელია მათ შინაარსზე;

გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებებით, დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის სამსახურებრივი დავალებებითა და სამინისტროს შინაგანაწესით.

4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის, კურატორი მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის წინაშე.

თავი V

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

მუხლი 11

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. ბრძანება ძალაშია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 28 ივნისის №14 დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმაია ხაჯიშვილი