დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 12/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.140.016396 |
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2018წ., 190020020.35.140.016376) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
|
თავი II ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 016,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4 262,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის გრანტები 4 223,5 ათასი ლარის ოდენობით.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 207,8 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 55,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 1,0 ათასი ლარი; დ) მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის – 81,8 ათასი ლარი. |
მუხლი 6.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 530,0 ათ.ლარის ოდენობით:
|
თავი III
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ხარჯები 5 114,8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 878,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 888,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:`
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური
აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
თავი IV
აპინძის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2019 წელს სტრატეგია უცვლელია და ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი მიმართულებებია: 1. ტურიზმის განვითარება, რაც თავის მხრივ, მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას. 2. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მოსახლეობის სოციალური დაცვა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. 3. ეფექტური მმართველობა. |
მუხლი 10.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია -6 141,9 ათასი ლარი(პროგრამული კოდი 03 00) ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია), მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ასპინძის ქუჩების გარე განათების მთლიანად დასრულება და არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, ასევე დასუფთავების ღონისძიებები, სარწყავი არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სოფლებში სასმელი წყლის ქსელის მოვლა-პატრონობა. აგრეთვე საპორექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: -მყარი ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა; -გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტი რეაბილიტირებული გზა და ხიდი; -მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული გადაადგილება; -ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება; -მეტი განათებული ქუჩები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაზრდილი უსაფრთხოება და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, კმაყოფილი მოსახლეობა. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია -3 602,9 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება, ტრანსპორტის და მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება. პროგრამის აღწერა: ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ქუჩების, და ხიდების რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, მოხრეშვა, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა. ზამთრის პერიოდში შიდა გზების ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: -გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტი რეაბილიტირებული გზა და ხიდი; შედეგების შეფასების ინდიკატორები: -მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული გადაადგილება; -ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება; ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- 1 636,4 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე მოხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია და მისი მოვლა-შენახვა, სოფლებში სასმელი წყლის ქსელის მოვლა-შენახვა, ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დასუფთავება. ბ.ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია - 0,0 ათასი ლარი.(პროგრამული კოდი 03 02 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბაში, აგრეთვე სოფლებში სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტში მოწესრიგებული სასმელი და სარწყავი სისტემები; კმაყოფილი მოსახლეობა. პროგრამის განმახორციელებელია: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია. ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები: - 272,3 ათასი ლარი.(პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება, დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის ცალკეული ტერიტორიის, მწვანე საფარის, დაბაში არსებული ეზოების დაგვა-დასუფთავება, აგრეთვე სოფლების ტერიტორიებზე ნარჩენების შეგროვება და გატანა ნაგავსაყრელამდე, დაბის ცალკეული ტერიტორიების თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაბაში მოძრაობის აღკვეთა, სასაფლაოს ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, რაც გააუმჯობესებს დაბის სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება, სუფთა გარემო; შედეგების შეფასების ინდიკატორები: დასუფთვებული ქუჩები; ქვეპროგრამის განმახორციელებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია. ბ.გ) გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 180,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 03 02 04) პროგრამის მიზანი: დაბაში მდგრადი გარეგანათების სისტემის შექმნა. პროგრამის აღწერა: ასპინძის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი რამოდენიმე სოფლების რეაბილიტირებულ გზებზე ღამის განათება მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რის გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მოვლა-შენახვა, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების ინფრასტრუქტურა. განათებული ქუჩები.უსაფრთხო გადაადგილება,კმაყოფილი მოსახლეობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: განათებული ქუჩების და უბნების რაოდენობის ზრდა ; ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გარე განათება. ბ.დ) სარწყავი არხების მოწყობა რეაბილიტაცია - 200,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მელიორაციული ობიექტების მოვლა-პატრონობა შენახვა, ასევე სოფლებში სასმელი წყლის ქსელის მოვლა-შენახვა. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, გრავიტაციული არხების წმენდითი სამუშაოები ნატანისაგან, დროებითი სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, მილხიდების, დიუკერების და მოპირკეთებული წყალსატარების წმენდა, სადერევაციო არხის წმენდა, სატუმბო სადგურების ძალოვანი აგრეგატების (ტუმბო,ძრავი) მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ელექტროაღრიცხვის და ელ.მოწყობილობების მიმდინარე რემონტი, სადაწნეო ქსელებზე შესადუღებელი სამუშაოების წარმოება, წყალსაცავზე- შემავსებელი და სამომხმარებლო გრავიტაციული არხების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და წყალსაცავის ტერიტორიის კეთილმოწყობა. სოფლებში სასმელი წყლების ქსელის, რეზერვუარების და გამანაწილებელი ჭების მიმდინარე რემონტი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: აღდგენილი და მოვლილი სარწყავი არხები, რაც ხელს უწყობს ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას, მოსახლეობის ადგილზე დამკვიდრებას და მათ ეკონომიკურ სიძლიერეს. შედეგების შეფასების ინდიკატორები: -გაზრდილი მელიორაციული ფართობი -გაზრდილი მოსავლიანობა. -სოფლებში გაუმჯობესებული სასმელი წყლის სისტემა . ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ასპინძის მელიორაციისა და სოფლის სასმელი წყლის ცენტრი. ბ.ე) ბინათმშენებლობა-600,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06)
პროგრამის მიზანია: მუნიციპალლიტეტის იერსახის გაუმჯობესება. განხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების და სხვა შენობების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია. ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების მეპატრონეებისათვის სამშენებლო მასალის შეძენა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მრავალსართულიანი კორპუსები რომელებიც საჭიროებენ საძირკვლის გამაგრებას ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციას. პროექტის მიზანია თანდათანობით განხორციელდეს დაბაში არსებული კორპუსების კეთილმოწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: მუნიციპალიტეტის გალამაზებული იერსახე; გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემო; გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და კმაყოფილი მოსახლეობა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია . ბ.ვ) მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები -383,1 (პროგრამული კოდი 03 02 07) პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში მდინარე ოთის წყალზე და სოფელ ივერიაში მისდასვლელ ხევზე ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: კმაყოფილი მოსახლეობა. გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა - 335,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები-567,7 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის მიზანი: სოფლებში პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრა. პროგრამის აღწერა: სოფლების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება. შეფასების ინდიკატორები:
2. განათლება- 1 403,8 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 04 00) განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რათა მყარი საფუძველი ჰქონდეთ აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელი განათლების განვითარებას. იგი მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამ პროგრამის მიზანია სასკოლო განათლებისათვის ნორჩი აღსაზრდელების მომზადება, მათი ფიზიკური , გონებრივი და ზნეობრივი აღზრდა, შემოქმედებითი შესაძლებლობების და ინტერესების ხელშეწყობა. ა) ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხარჯები -470,5 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 04 01 01) პროგრამის მიზანია: სკოლამდელი აღრდის დაწესებულების მიზანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჰარმონიული განვითრება და მათი სკოლისათვის მომზადება.ის ითვალისწინებს ინტელექრუალურ, ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას. პროგრამის აღწერა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ვალდებულია: მისი პროგრამა იყოს დაწყებითი განათლების რეალიზაციის გარანტია, ზრუნავდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, ყველა ბავშვს შეუქმნას განვითარების სათანადი პირობები და ხელი შეუწყოს ცხოვრების შემდგომ ეტაპზერ წარმატების მისაღწევად. მუნიციპალიტეტში სულ 742 0-6 წლამდე ასაკის ბავშვია რეგისტრირებული .ტერიტორიაზე განთავსებულ 4 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით კონტინგენტი შეადგენს 390 აღსაზრდელს .დაახლოებით 100 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით. შესწავლილ იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ საბავშვო ბაღიდან გაშვებული 100 აღსაზრდელიდან 50 პროცენტი აკმაყოფილებს განათლების სტანდარტს; რაც ძირითადად ჯგუფში აღსაზრდელთა სიჭარბით არის გამოწვეული . მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და შესაფერისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვები. შეფასების ინდიკატორები: -ბაღებში ბავშვების კონტინგენტის ზრდის ტენდენცია; - გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებება. ბ) ბაღების რეაბილიტაცია-347,6 . (პროგრამული კოდი 04 01 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების კეთილმოწყობა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება სოფლებში არსებული ბაღების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა, ასევე არსებული საბავშვო ბაღების ინვენტარით აღჭურვა და ეზოების კეთილმოწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ბაღებისა გალამაზებული იერსახე და შექმნილი უკეთესი პირობები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული ბაღები და კმაყოფილი მოსახლეობა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია . გ) საჯარო სკოლები-585,6 (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება -ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების კეთილმოწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: სკოლების გალამაზებული იერსახე, უკეთესი ინფრასტრუქტურა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული სკოლები და კმაყოფილი მოსახლეობა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია . 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 649,1 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 00) სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში,სპორტული ტრადიციების დაცვა და მათი განვითარება. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა-198,6 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანია: ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, საზოგადოების აქტიური ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შეფასების ინდიკატორები: სპორტსმენთა რაოდენობის ზრდის და დაოსტატების მაჩვენებლები; გაუმჯობესებული ბაზა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია და არსებული სპორტული კლუბები. ა.ა) სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა-8,6 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის მიზანია: სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში - პირველობაზე მონაწილეობას მიიღებენ, ასპინძის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაცია დაწესებულებების, დაბისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით,
მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში- პირველობაზე მონაწილეობას მიიღებენ ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნარდის მოყვარული,როგორც კაცები, ასევე ქალები,გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მონარდეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, თასებითა და დიპლომებით. მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში -პირველობაზე მონაწილეობას მიიღებენ, ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულთა შორის. შეჯიბრება ჩატარდება ერთ კატეგორიაში ინდივიდუალურ მონაწილეობას მიიღებენ 16 წელზე ზევით ასკის ორივე სქესის წარმომადგენლები, გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, თასებითა და დიპლომებით.
მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში - პირველობაზე ჩატარდება ასპინძის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაცია დაწესებულებების, დაბისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოყვარულ ფრენბურთის მოყვარულ კაცთა და ქალთა გუნდებს შორის . გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით,თასებითა და დიპლომებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ჩატარებული მუნიციპალური სპორტული ღონისძიებები და გაზრდილია სპორტულ ღონისძიებებში საზოგადოების აქტიური ჩართულობა . შეფასების ინდიკატორები: სპორტსმენთა რაოდენობის ზრდის და დაოსტატების მაჩვენებლები; გაუმჯობესებული ბაზა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდული საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია . ა.ბ) ა(ა)იპ ასპინძის სასპორტო გაერთიანება - 130,0 ათასი ლარი.(პროგრამული კოდი 05 01 02 02) პროგრამის მიზანია: გაერთიანებაში შემავალი სპორტული სახეობათა პოპულარიზაცია და არსებული სპორტული სექციების განვითარების ხელშეწყობა; პროგრამის აღწერა: ა(ა)იპ - ასპინძის სასპორტო გაერთიანება - გაერთიანების ბაზაზე არსებული სპორტის სახეობათა განვითარება; კერძოდ: ფეხბურთის სექცია, რაგბის სექცია, ძიუდოს სექცია, მშვილდოსნობის სექცია, ბ/რ ჭიდაობის სექცია; - სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება; - ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლების და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ხელშეწყობა; - აღნიშნული სპორტის მასობრიობის და ხელმისაწვდომობის პირობების შექმნა; - სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ვარჯიშების ორგანიზება და შესაბამისი პირობების შექმნა; - გაერთიანების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათის საჭირო ხარჯების დაფინანსება; - სპორტული ტრადიციების შენარჩუნება; - სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო თასების, სიგელების, ჯილდოების შეძენა; - სასპორტო გაერთიანებისათვის სპორტული ინვენტარის, სპეციალური ფორმებისა და სპორტული აღჭურვილობის შეძენა; - სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ორგანიზება; - მწვრთნელთა ოსტატობის ამაღლების მიზნით ტრენინგ-სემინარებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; - ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; - სპორტსმენთა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისათვის სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფა; - გაერთიანებაში არსებული სპორტის სახეობების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება; მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ სასპორტო გაერთიანება. ა.გ) ა(ა)იპ სამცხე ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ტაო -60,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 03) პროგრამის მიზანი: რაგბის როგორც სპორტული, გამაჯანსაღებელი სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და საზოგადოების აქტიური ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება.
პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და ჩართულობის ზრდა რაგბში. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ სამცხე ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ,,ტაო“ ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 345,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება, ახალგაზრდობის გააქტიურება და მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ სამოქალაქო აქტივობებში მეტი ჩართვა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება. მათი კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესი მიმდინარეობს მოზარდი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად მთლიანი მოსახლეობისათვის. მოზარდი მოსახლეობის კულტურულ განვითარებისთვის ფუნქციონირებს სახელოვნებო, სამუსიკო და სხვა მუნიციპალიტეტის დაფუძნებული ააიპები, ხოლო ზოგადად მოსახლეობის კულტურული განვითარებისათვის ფუნქციონირებს სხვადასხვა ანსამბლები, ბიბლიოთეკა, საბავშვო თეატრი და აგრეთვე ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ჩვენი მიზანია შევინაჩუნოთ არსებული მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ მის მომავალ განვითარებასა და გამრავალფეროვნებას მათ შორის ახალ ინიციატივებს რომლის მეშვეობითაც გაიზრდება მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა. ბ.ა) ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება-კულტურის ცენტრი -170,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 02 01 02) პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარაბა და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება, ახალგაზრდობის გააქტიურება და მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ სამოქალაქო აქტივობებში მეტი ჩართვა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება. მათი კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესი მიმდინარეობს მოზარდი ახალგაზრდობისათვის და ზოგადად მთლიანი მოსახლეობისათვის. მოზარდი მოსახლეობის კულტურულ განვითარებისთვის ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი, ფოლკლორული ანსამბლი, მუზეუმი, თეატრი და აგრეთვე ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ორგანიზაციაში გაერთიანებულები არიან ,,თავისუფალი თეატრი“; ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლი ,,სამცხე“და ქართულ ხალხური ანსაბლი ,,წუნდა“, რომლებიც ცდილობენ აღმოაჩინიონ ნიჭიერი ახალგაზრდები და მოახდინონ მათი პოპულარიზაცია, ასევე ინარჩუნებენ ჩვენი რეგიონისათვის დამახასიათებელ ტრადიციული ძირძველი ნაწარმოებების შენარჩუნებას. პროგრამის ფარგელბში ანსაბლები მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთშორისო ფესტივალებში, გეგმავენ და ატარებენ სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებებს მოსახლეობისათვის. ასევე აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების მინიტორინგს, ტურისტული ბილიკების მოძიება-დაგეგმარებას, ასევე არსებული სამუზეუმო ექსპონატების მოვლა-პატრონობა, მის რესტავრაციაზე ზრუნვას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება-კულტურის ცენტრი. ბ.ბ) მთავარი ბიბლიოთეკა -65,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 03) პროგრამის მიზანია: ასპინძის მუნიციპალიტეტის მკითხველ მოსახლეობას ცოდნის ამაღლება ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნება, გამდიდრება, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. პროგრამის მიზანია ასევე სხვადასხვა სახის საბიბლიოთეკო-კულტურული და მხატვრული ღონისძიებების ჩატარება. პროგრამის აღწერა: საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზება. საბიბლიოთეკო ფონდების შეგროვება, აღრიცხვა-დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად, მათი დაცვის უზრუნველყოფა. საცნობარო- ბიბლიოგრაფიული აპარატის სრულყოფა, საბიბლიოთეკო მაჩვენებლების შედგენა და სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა. ქართული კულტურის მემკვიდრეობის და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით, ელექტრონული რესურსებით, ტექნიკური საშუალებებით და ინტერნეტით. საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებების, სპეციალიზირებული სემინარების და ტრენინგების მომზადება ჩატარება, გამოფენების მოწყობა, საინფორმაციო ბაზის შექმნა და სრულყოფა. საბიბლიოთეკო საქმის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებების, შეხვედრების ორგანიზება. ახალგამოცემული წიგნების წარდგენები, ლიტერატურული საღამოები, შემეცნებითი დისკუსიები, ცნობილი მწერლების დაბადებისდღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოები, ასპინძის შემოქმედ, ღვაწლმოსილ და ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრები, ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები ,,ბიბლიოთეკის კვირეული, ლექციები, კონფერენციები, სემინარები, საშობაო-საახალწლო შეხვედრები" მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მკითხველთა აქტიური ჩართვა , მისი დაინტერესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: ბიბლიოთეკით მოსარგებლე მკითხველთა რიცხვის ზრდა, ასევე ჩატარებული ღონისძიებათა რაოდენობისა და ხარისხის ანალიტიკური მაჩვენებელი. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ,,ასპინძის მთავარი ბიბლიოთეკა“. ბ.გ) სახელოვნებო სკოლები -100,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 04) პროგრამის მიზანია: მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, კონცერრტების გამართვა, ფესტივალ კონკურსებში მონაწილეობის მიღება, მუდმივი ზრუნვა განსაკუთრებით ნიჭიერი ბასვშვების აღმოჩენისათვის. პროგრამის აღწერა; ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში ამჟამად სწავლობს 101 მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, ა.ა.ი.პ. ვ. მაღრაძის სახელობის ასპინძის სამუსიკო სკოლა. სასწავლო პროგრამის მეშვეობით ხორციელდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ხელოვნების ნიმუშების– მუსიკალური ნაწარმოებების შესწავლა, ასევე კულტურული აქტივობების ორგანიზება: მათ შორის სკოლისა და რაიონის მასშტაბით გამართული ღონისძიებები და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა საშემსრულებლო ტექნიკის განვითარებისათვის კონკურსებსა და ფესტივალებში მათი მონაწილეობა, რისი საშუალებითაც ვლინდება მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები. სკოლის მიზანია, იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და აქტიური კულტურული მსმენელის აღზრდაზე. მოსწავლეთა და პედაგოგთა ხელშეწყობა– წახალისება სკოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მათი შემოქმედების დაფასება ასევე აღსანიშნავია სკოლის ჩართულობა ასპინძის მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება. სამუსიკო სკოლის სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემაა მუსიკალური ინსტრუმენტების განახლება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სკოლაში ჩატარებული კულტურული ღონისძიებები, გამართულია კლასიკური მუსიკის საღამოები, განხორციელებული საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობა, გაზრდილია სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა. სამუსიკო სკოლის არსებობისა და ფუნქციონირების უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენს ასპინძის მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება, ჩართულობისა და დაინტერესების ზრდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში. რაიონისა და სკოლისათვის მნიშვნელივანია , რაც შეიძლება მეტი მოზარდი მოწყვიტოს ქუჩას. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ ,,ვასილ მაღრაძის სახელობის ასპინძის სამუსიკო სკოლა“. ბ.დ) კულტურის ობიექტების მშენებლობა-10,5 ათსი ლარი. (პროგრამული კოდი 05 02 01 07) პროგრამის მიზანია: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია. გ) ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება - 40,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, წარჩინებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა; გასართობი და შემოქმედებითი აქტივობების ორგანიზება . პროგრამის აღწერა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სემინარ ტრენინგების ორგანიზება; ინტელექტუალური მედიაპროექტი ,,ეტალონი" - გასვლითი არასატელევიზიო ფორმატის ინტელექტუალურ კონკურს ,,ეტალონში" მონაწილეობა; საქართველოს მასშტაბით გამართული ფოლკლორულ და საესტრადო კონკურსებსა და ფესტივალებზე შემოქმედებითი კოლექტივების ტრანსპორტირება; სხადასხვა ადგილობრივი თუ რესპუბლიკურ ფესტივალებში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობა, ჯგუფების სხვადასხვა ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება. წარჩინებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის წამახალისებელი ფინანსური მხარდაჭერა; ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა, საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვა და წახალისება; გასართობი და შემოქმედებითი აქტივობების ორგანიზება და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება; მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ჩართულობის, დაინტერესების ზრდა და ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის ეფექტურად ხარჯვა, მათი კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა.
დ) რელიგია - 65,0 ათასი ლარი.(პროგრამული კოდი 05 04) პროპგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესებული იერსახე; შედეგების შეფასების ინდიკატორები: ტურისტების რაოდენობის ზრდა; ქვეპროგრამის განმახორციელებელია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური გარანტიების შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა - 58,6 ათასი ლარი(პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამის მიზანია: სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით; ითვალისწინებს ბიუჯეტიდან გამოყოფილ მიზნობრივი ტრანსფერის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებს,, განსაზღვრული პროექტების დაფინანსებას, კერძოდ: პროგრამის აღწერა: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის, სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა დკსჯე ცენტრში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა,პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის,სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ა.ბ) ამბულატორიები-231,3 ათასი ლარი( პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამის მიზანია: ამბულატორიული მომსახურეობის მიწოდების მიზნით საჯარო შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ამ სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამბულატორების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სოფლის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომლობა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოფლის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და კმაყოფილი მოსახლეობა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ) სოციალური უზრუნველყოფა-266,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა. შშმ პირების სოციალურ-ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა. ჰეპატიტების დიაგნოსტირება და მკურნალობის მონიტორინგის თანადაფინანსება. შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო სამკურნალო რეაბილიტაცია. ახალშობილთა ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია. ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება. ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვების დაფინანსება. ბ.ა) უფასო სასადილოს დაფინანსება -40,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის მიზანია: უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა ცხელი სადილით დღეში ერთხელ. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მძიმე სოციალურ -ეკონომიური მდგომარეობის მქონე ,მოქალაქეთა ერთჯერადი უფასო კვების დაფინანსება.პროგრამა გათვალისწინებულია 50 ბენეფიციარზე. საბიუჯეტო წლის დასაწყისისათვის ,პროგრამის მონაწილედ დარეგისტრირებულია 46 პირი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: საჭიროების მქონე პირთათვის უზრუნველყოფილია უფასო კვების მომსახურება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა- 90,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო პოლისით არასრულად დაფინანსებული ან დაფინანსების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მუნიციაპლიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის ქირურგიული ოპერაციების ღირებულების თანადაფინანსება პროცენტულად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჯანსაღი მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა, ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.დ) ახალდაბადებულ ბავშვთა დახმარების პროგრამა -40,0 ათასი ლარი ( პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება. პროგრამის აღწერა: ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესება და ახლადაბადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების მატერიალური მორალური სტიმულირება. პირველ ახალშობილზე 150 ლარი; მეორე ახალშობილზე 200 ლარი; მესამეზე 250 ლარი; მეოთხეზე 300 ლარი; მეხუთე და ყოველ შემდგომ ახალშობილზე 500 ლარი; ტყუპებზე 250-250 ლარი, მეორე და ყოველი შემდგომი ტყუპებზე 500-500 ლარი, ასევე მაღალმთიანი სტატუსის არ მქონე სოფლებში პირველ ახალშობილზე 300 ლარი; მეორე ახალშობილზე 400 ლარი; მესამეზე და ყოველ შემდგომ ახალშობილზე 500 -500 ლარი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალშობილთა ზრდის დინამიკის მაჩვენებელი. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.ე) ვეტერანთა და დევნილთა ხარჯები-1,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ვეტერანისა და დევნილის,, სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები გარდაცვლილი ვეტერანების და დევნილთა დაფასება და მათი ოჯახების თანადგომა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.ვ) სოციალური დახმარებები- 75,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის მიზანია: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე, მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის ზრდა, შშმ პირთა ერთჯერადი დახმარება, რეინტეგრაციაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირების მორალური და ფინანსური მხარდაჭერა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების (არასრულწლოვანი ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების მატერიალური დახმარება; მეორე მსოფლიო ომის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ომისა და სამხედრო ძალების და ინვალიდებულ ვეტერანთათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირების ოჯახებისათვის; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ხარჯი; მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულთა დახმარება; დედ–მამით ობოლ არასრულწლოვანთათვის დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე არასრულწლოვანთათვის სხვადასხვა გამონაკლისი შემთხვევებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: დაფინანსებული მოქალაქეთა რაოდენობა. ქვეპროგრამის განმახორციელებელია მუნიციპალიტეტის მერია. ბ.ზ) ა(ა)იპ შეზღუდული შესაძლებლობების ქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი- 20,0 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვა, მათთვის საჭირო პირობების შექმნა შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. პროგრამის აღწერა: განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციის აღსაკვეთათ. უზრუნველყოს შშმ პირების თანაბარი ჩართულობა დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, უზრუნველყოს ყველა ბენეფიციარის მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ პრივილეგიას მცირე ჯგუფების მიმართ. სათანადო პირობების შექმნით უზრუნველყოს განვითარების პრობლემის მქონე ბენეფიციართა მშობლების უფლებების რეალიზაცია მონაწილეობა მიიღონ დაწესებულების მონიტორინგის პროცესში. უზრუნველყოს საჭირო რაოდენობისა და ხარისხის დამხმარე საშუალებები ( მათ შორის საინვალიდო ეტლები) თავისუფალი გადაადგილებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირების სოციალური, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერა,გარემოსთნ ადაპტირების შესაძლებლობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა-2 160,7 ათასი ლარი (კოდი: 01 00) პროგრამის მიზანია: ეფექტური მმართველობა აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შეუფერხებელი და გამართული საქმიანობისათვის. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნილი სარეზერვო ფონდი შეადგენს 60,0 ათასი ლარს და მისი განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 5.2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება -91,8 ათასი ლარი(0200) პროგრამის მიზანი: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
მუხლი 11.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
|
დოკუმენტის კომენტარები