დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017774 |
|
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110810008, 10/08/2011; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016171) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ფონდი უფლებამოსილია CNR-თან შეთანხმების საფუძველზე, ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შერჩევით გამოაცხადოს საგრანტო კონკურსი ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიმართულებისათვის.“. ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფონდის მხრიდან თითოეული გამარჯვებული ერთობლივი კვლევითი პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ევრო, CNR-ის მხრიდან თითოეულ გამარჯვებულ პროექტში მონაწილე იტალიური ჯგუფისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ევრო. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები