„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 470200000.10.003.021342
324
10/07/2019
ვებგვერდი, 12/07/2019
470200000.10.003.021342
„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №324

2019 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 26/04/2017; 470200000.10.003.019915) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 მუხლები:

„მუხლი 11. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ აღიარებული/დამტკიცებული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტი, 2022 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 12გარდამავალ ეტაპზე,  2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – წამლის სააგენტო უფლებამოსილია, საბითუმო რეალიზატორის მოთხოვნისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე, უზრუნველყოს საბითუმო რეალიზატორის სამინისტროს მიერ აღიარებული/დამტკიცებული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტისადმი შესაბამისობის დადგენა და, შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, GDP სერტიფიკატის გაცემა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე