დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.142.016240 |
|
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 აპრილის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.142.016234):
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: „მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმებით“ განსაზღვრული შერჩევითი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მიენიჭოს ა(ა)იპ „ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს “ (ს /ნ 236689865).“. ბ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. დამტკიცდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი“ დანართი 3-ის შესაბამისად.”; გ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. დამტკიცდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის“ ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად.“; დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი: ,,მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები