,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016239
15
08/07/2019
ვებგვერდი, 10/07/2019
010250020.35.142.016239
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №15

2019 წლის 8 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.142.016229) და

ა) დადგენილების დანართის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები (65000-დან 15000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები).“;

ბ) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების (0-დან 65000-ის ჩათვლით და 65000-დან 150000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები) სოციალური დაცვა“;

გ) დადგენილების დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-დან 150000-ს, განსაკუთრებული შემთხვევებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100-დან 300 ლარამდე.“;

დ) დადგენილების დანართის მე-8  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-3  პუნქტი:

,,3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი